ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს, ჰეზბოლა ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს, ჰეზბოლა ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა , რომელმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა , რომელმა…

ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომელმაც ლიბანში ოთხი ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ სამძიმრის წერილი გაავრცელა.

„დაე, მათი სისხლის გამო შურისძიება მოხდეს. გუშინდელი ორმხრივი სროლის დროს დაჭრილებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული ეს საზარელი თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა იყო. ამის გამო, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, „ჰეზბოლასთვის“ სრული ძალით მიეყენებინათ დარტყმა. ჩემი მითითება ნათელია: ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს არც ჩვენს სამხედროებზე და არც ჩვენს ტერიტორიაზე. ჰეზბოლა ამ თავდასხმებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ, რათა აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე ქვეყნის სამხედრო ძალებისა და ტერიტორიის მიმართ.

„როგორც არაერთხელ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, მათ შორის გუშინაც: ისრაელი სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონაში დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩრდილოეთში მდებარე დასახლებების დასაცავად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს