ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს . ვადეფულის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს . ვადეფულის…

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

ვადეფულის თქმით, რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირმა იმის მიზეზად უნდა განიხილოს, რომ დაფიქრდეს, როგორ გახდეს ბლოკი პოტენციური ახალი წევრებისთვის უფრო მიმზიდველი.

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ერთად უფრო გავძლიერებულიყავით“, - განაცხადა გერმანიის პირველმა დიპლომატმა ტუნისში ვიზიტის დაწყებამდე.

dpa-ს ინფორმაციით უქმეებზე გამართულ რეფერენდუმზე ისლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ატლანტის შორეულ კუნძულოვან სახელმწიფოს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებები 13 წლის წინ შეწყდა, ძირითადად მეთევზეობის სექტორთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თევზჭერა ისლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა.

„თავისთავად ცხადი არ არის, რომ ყველას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ვფიქრობ, ეს გვაძლევს მიზეზს, დავფიქრდეთ, სად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ვითარება და როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეხება იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ.

„კვლავ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოების მიზანი მხედველობიდან არ უნდა დავკარგოთ. ეს, ბუნებრივია, ისლანდიას მოიცავს, თუმცა ამ პროცესში ნორვეგიაც შეიძლება იყოს ჩართული“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს