ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა

POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა…

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.

კვირას „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა, ოლივიე ფორმა გამოაცხადა, რომ პრაიმერიზში გლიუქსმანს დაუპირისპირდება. ამ ნაბიჯმა ევროპარლამენტის წევრისთვის მოსალოდნელი იოლი გამარჯვება დაბრკოლებად აქცია, რამაც, შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი კანდიდატურის კრახი გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ გლუკსმანი „სოციალისტური პარტიის“ წევრი არ არის, იგი დათანხმდა მათი ეგიდით გამართულ პრაიმერიზში მონაწილეობას, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მხარდაჭერა და დაფინანსება მოეპოვებინა.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იგი თავისი პოლიტიკური ბანაკის საუკეთესო ვარიანტია უკიდურესად მემარჯვენე ფავორიტთან, მარინ ლე პენთან დასაპირისპირებლად. ფორეს გამოჩენამდე ცოტა თუ ვინმე ჩანდა ისეთი, ვინც მის ჩამოგდებას შეძლებდა - მათ შორის იყვნენ შედარებით ნაკლებად ცნობილი სამი დეპუტატი და სეგოლენ რუაიალი, სოციალისტების კანდიდატი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გავლენიანი მემარცხენე შეხედულებების ბიზნესმენი და მედიამაგნატი მატიო პიგასი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ვალის რესტრუქტურიზაციისთვის დაიქირავა, ასევე განიხილავს პრაიმერიზში მონაწილეობას - აცხადებს მასთან დაახლოებული პირი.

მაგრამ ფორს, რომელიც „სოციალისტებს“ რვა წელზე მეტია ლიდერობს, ყველაზე მეტად შესწევს უნარი, გლუკსმანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს და გამარჯვება გაურთულოს.

„სოციალისტური პარტიის“ ერთ-ერთმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ახლა ეს დაძაბული ბრძოლა იქნება.

გლუკსმანს უკვე აკრიტიკებენ მისი ცენტრისტული პოლიტიკური კურსისა და ელატარული იმიჯის გამო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს