ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

პეტერ მადიარი: ევროკავშირს პოლიტიკური ლიდერობა აკლია. უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება

პეტერ მადიარი: ევროკავშირს პოლიტიკური ლიდერობა აკლია. უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიუსელშიც უკვე არსებობს განცდა, რომ ცვლილებები გვჭირდება და ჩემი აზრით, უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. ინფორმაცია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიუსელშიც უკვე არსებობს განცდა, რომ ცვლილებები გვჭირდება და ჩემი აზრით, უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. ინფორმაცია…

ბრიუსელშიც უკვე არსებობს განცდა, რომ ცვლილებები გვჭირდება და ჩემი აზრით, უნდა გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს კომენტარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე“ გააკეთა, სადაც სლოვენიის, ხორვატიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად რეგიონულ თანამშრომლობასა და კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა.

მადიარის თქმით, ევროკავშირი ლიდერობის კრიზისის წინაშე დგას და მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩეს, არამედ იმისთვისაც, რომ გაიმარჯვოს.

„სიმართლე გითხრათ, ევროკავშირს პოლიტიკური ლიდერობა აკლია“, – განაცხადა მადიარმა და მიუთითა ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, რომელიც, მისი თქმით, მოქმედებას აფერხებს.

„ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ ბიუროკრატიასთან საერთოდ არ მქონოდა საქმე, მათთვის არ მეპასუხა, რადგან ისინი ინიციატივებს მოკლავენ. ისინი მათ გადაყლაპავენ და ეს კარგი ნიშანი არ არის. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ რეალობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მადიარის აზრით, მაშინ, როცა ევროკავშირი ინსტიტუციურ საკითხებზეა ფოკუსირებული, ჩინეთი ევროპაში ბირთვული ელექტროსადგურებისა და ავტომობილების ქარხნების დაფინანსებისთვის ემზადება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით დაწესებული ყოველდღიური ჯარიმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს