ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა

ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით , გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით , გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების…

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.

„ღამით ესტონეთის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდნენ და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. საპასუხოდ, ემარის საავიაციო ბაზიდან ნატოს გამანადგურებლები აფრინდნენ. მოგვიანებით ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საჰაერო განგაში გააუქმა“, - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში.

მისი თქმით, ნატომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სწრაფად იმოქმედა. გარდა ამისა, ცაჰკნა მომხდარს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.

„ნატომ სწრაფად და ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზად არის მოკავშირეების ტერიტორია დაიცვას. მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა მან აგრესია შეწყვიტოს“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს