ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის ს…

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახლა კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული საფრთხე ემუქრება. დოკუმენტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა აქვს „დემოკრატების“ მხრიდან, „რესპუბლიკელებში“ კი მისი მხარდაჭერის ენთუზიაზმი დაბალია. ამასთან, იკლებს თავად გრემის, სამხრეთ კაროლინის გარდაცვლილი სენატორის, საკანონმდებლო მემკვიდრეობის პატივისცემის პოლიტიკური მოტივაციაც.

„რესპუბლიკელმა“ ლიდერებმა კანონპროექტი იმ ინიციატივების სიაში არ შეიტანეს, რომელთა კენჭისყრაც მიმდინარე კვირას იგეგმება. ორშაბათს ხუთკვირიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ, როდესაც კონგრესის შენობაში წამყვანი „რესპუბლიკელი“ კანონმდებლები დაბრუნდნენ, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ „ლინდსი გრემის კანონი რუსეთის სანქცირების შესახებ“ მათი პრიორიტეტების სათავეში იყო, წერს გამოცემა.

„ჩვენ ახლახან თავმჯდომარეების შეხვედრიდან მოვედით და იქ ეს საკითხი არავის უხსენებია“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ვირჯინია ფოქსმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კანონპროექტმა მისი კომიტეტი გაიაროს და შემდეგ პალატის პლენარულ სხდომაზე მოხვდეს, ფოქსმა უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს. ამაზე არავინ საუბრობს“.

POLITICO-ს ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ორშაბათს აღიარა, რომ კანონპროექტის მიღება რთული იქნება. მას შემდეგ, რაც სენატმა დოკუმენტს 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, ჯონსონმა ვერ დააკონკრეტა, მოხვდება თუ არა ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე.

„ვნახოთ“, - განაცხადა ჯონსონმა და გაურკვევლობა „დემოკრატების“ წინააღმდეგობას დაუკავშირა. „ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას. ამიტომ, ვნახოთ, რა მოხდება“.

კანონპროექტის მხარდამჭერები როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში აცხადებენ, რომ მისი მიღება თეთრ სახლს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოთხოვნისას დამატებით ბერკეტს მისცემს. მათ შორის, კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების დაწესების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში აშშ-ის ჩარევის საკითხზე გაყოფილია, ხოლო ბევრი „დემოკრატი“ ტრამპისთვის ახალი სატარიფო უფლებამოსილების მინიჭებას უფრთხის, კანონპროექტი „რესპუბლიკელ“ ლიდერთა მთავარი პრიორიტეტი აღარ ჩანს იმ პირობებში, როდესაც ისინი არჩევნებამდე დარჩენილი საკანონმდებლო პერიოდის გეგმებს ადგენენ, აღნიშნულია სტატიაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს