ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა , „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამშაბათს, ყირგიზეთის დედაქალაქში შანხაის თანამშრომლობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა , „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამშაბათს, ყირგიზეთის დედაქალაქში შანხაის თანამშრომლობ…

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა სამშაბათს, ყირგიზეთის დედაქალაქში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად Euronews-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იშვიათი შესაძლებლობა იყო საქმის არსი პირდაპირ იმ ადამიანებამდე მიეტანათ, ვისაც მოქმედება შეუძლია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმის თქმა, რომ დროა შევაჩეროთ ეს სიგიჟე. მშვიდობის დროა. ამ პროცესების ზოგიერთი საკვანძო აქტორი სწორედ აქ იმყოფება“, - განაცხადა გუტერეშმა.

„ჩვენ უფრო მეტად ის ფაქტი გვანერვიულებს, რომ გვაქვს კონფლიქტები, რომლებიც უსასრულო ჩანს. ეს ეხება როგორც რუსეთსა და უკრაინას, ისე ახლო აღმოსავლეთს - ღაზას სექტორიდან ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებამდე“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს