ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმების სერია განახორციელეს, რა დროსაც დაახლოებით 100 სამხედრო ობიექტი და ირანის ორი სახელმწიფო ტანკერი დააზიანეს . CENTCOM-ში იუწყებიან, რომ რაკეტები ტანკერების სამანქანო განყოფილე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმების სერია განახორციელეს, რა დროსაც დაახლოებით 100 სამხედრო ობიექტი და ირანის ორი სახელმწიფო ტანკერი დააზიანეს . CENTCOM-ში იუწყებიან, რომ რაკეტები ტანკერების სამანქანო განყოფილე…

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმების სერია განახორციელეს, რა დროსაც დაახლოებით 100 სამხედრო ობიექტი და ირანის ორი სახელმწიფო ტანკერი დააზიანეს. CENTCOM-ში იუწყებიან, რომ რაკეტები ტანკერების სამანქანო განყოფილებებს მოხვდა.

Axios-ის მტკიცებით, ტანკერებზე თავდასხმა ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის ნაწილი გახდა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხო ზომებს ითვალისწინებს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ირანულ ტანკერებს დარტყმა უშუალოდ ასეთი თავდასხმების საპასუხოდ მიაყენა.

ირანში განადგურებულ სამიზნეებს შორის იყო საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადიოლოკაციური სისტემები, საზღვაო ინფრასტრუქტურა, დანაღმვის საშუალებები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კავშირგაბმულობის კვანძები. CENTCOM-ის მონაცემებით, ოპერაცია დაახლოებით 6,5 საათს გაგრძელდა და ძირითადად ჰორმუზის სრუტის რაიონში არსებულ სამხედრო ობიექტებზე იყო კონცენტრირებული.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.

საპასუხოდ ირანმა რეგიონში ამერიკული ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათ სერიოზული ზიანი არ მიადგათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს