იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯორჯია მელონის მიმართ ტრამპის შეურაცხმყოფელი განცხადებები მთელი იტალიის შეურაცხყოფაა, გადავწყვიტე, გავაუქმო ვიზიტი აშშ-ში

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მ…
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში“, – დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.