ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება

ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, როდესაც უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობები შეიქმნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, როდესაც უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობები შეიქმნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურ…

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, როდესაც უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობები შეიქმნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთ-ამერიკის სამიტის შესაძლო გამართვას ეხებოდა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შედგეს, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ჩატარებას იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები შეთანხმების მიღწევისთვის იქნებიან მზად.

„მე ამის გაკეთება მაშინ მსურს, როდესაც სამშვიდობო გარიგების დადებისთვის ვიქნებით მზად“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მას პუტინთან შეხვედრა „დაუყოვნებლივაც“ შეეძლო.

„მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს