ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო

Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამო…

ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამოიწვია, როდესაც მაროკოდან ტერიტორიაზე, სულ მცირე ,72 000 ადამიანი გადავიდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, საპროტესტო აქცია კი სეუტის ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულს დაემთხვა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სეუტა არ იყიდება, სეუტა უნდა დავიცვათ!“.

ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: „SOS. ევროპავ, გადაგვარჩინე ჩვენი მოღალატე მთავრობისგან“, ხოლო ზოგიერთი ხელისუფლებას „დამპყრობლების გაძევებას“ სთხოვდა, სხვები კი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვდნენ.

პარალელურად, საპროტესტო აქციები ესპანეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის მადრიდში, ბარსელონასა და ბილბაოში.

სეუტის ხელისუფლების ცნობით, 10 000-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნები, კვლავ დროებით ბანაკებში, ქუჩებსა და ანკლავის სანაპიროებზე რჩებიან.

მათმა ყოფნამ ადგილობრივების თითქმის ყოველდღიური პროტესტი გამოიწვია ესპანეთის მთავრობის მიერ კრიზისის მართვის წინააღმდეგ. მომიტინგეები ითხოვენ მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებას ან მათ გადანაწილებას ესპანეთის მასშტაბით.

„რეაგირება იყო არასათანადო, დაგვიანებული და, რაც ყველაზე ცუდია, ეს იყო მთავრობის მხრიდან მოვალეობის სრული უგულებელყოფა. ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები და ჩვენი საზღვარი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა 45 წლის მასწავლებელმა დავიდ ერნანდესმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს