ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს

უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრა…

ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ბორისპოლის რაიონში სასაწყობო ფართობებზე დარტყმის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შპს „ხფკ ბიოკონი“ სპეციალიზებულია ფარმაცევტულ ლოგისტიკასა და სასაწყობო მეურნეობაზე. კომპანია უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს სთავაზობს სააფთიაქო საწყობების ფართობებსა და ფარმაცევტული პროდუქციის საბაჟო საწყობში შენახვის მომსახურებას.

რუსეთმა ბოლო პერიოდში გააძლიერა დარტყმები კიევის ოლქის სასაწყობო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.

27 აგვისტოს, რუსული თავდასხმის შედეგად, ბორისპოლის რაიონში სასაწყობო შენობებს მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.

2 სექტემბრის საღამოს რუსეთმა უკრაინას 163 დარტყმითი დრონით შეუტია, რომელთაგან 135-ის ჩამოგდება მოხერხდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს