ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს

Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა . პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა . პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გ…

Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გადაიღებს, რომელიც Sony Pictures Television-ის ნაწილია. „ეს არის პირველი დეტალური დოკუმენტური ფილმი სერიალ «მეგობრების» საყვარელი ვარსკვლავის შესახებ, რომელსაც ის ადამიანები ყვებიან, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა“, - იუწყება სტრიმინგ სერვისი.

ნამუშევარი მოიცავს ინტერვიუებს მსახიობის დასა და მის ახლო მეგობრებთან. ისინი ისაუბრებენ მეთიუზე, როგორც ამომავალ კომედიურ ვარსკვლავზე და როგორც მეგობარზე, რომელიც დღემდე ახსოვთ და უყვართ.

მეთიუ პერი 2023 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გახდა იმ პრეპარატის დოზის გადაჭარბება, რომელიც მას შფოთვისა და დეპრესიის თერაპიისთვის ჰქონდა დანიშნული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს