ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

„პოლიტიკო“ – აშშ-ის ზარაფხანამ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები მიმოქცევაში გაუშვა, მონეტები 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება

„პოლიტიკო“ – აშშ-ის ზარაფხანამ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები მიმოქცევაში გაუშვა, მონეტები 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა , რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა , რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვა…

აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულება აღბეჭდეს.

მედიის ცნობით, მონეტები იყიდება 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად, რომელთა ფასი 61 დოლარიდან იწყება. მონეტის ერთ მხარეს ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ასევე დატანილია წარწერები – LIBERTY („თავისუფლება“), IN GOD WE TRUST („ღმერთის გვწამს“) და თარიღები – „1776 ~ 2026“. მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია პრეზიდენტის ბეჭედი და დატანილია წარწერა „250“, ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად.

„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, ტრამპის პორტრეტი აშშ-ის ვალუტაზე განეთავსებინა, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვითაც, ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვა დაუშვებელი იყო.

1866 წელს კონგრესმა აკრძალა ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის პორტრეტის განთავსება ვალუტის კუპიურებზე, ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებზე. 2020 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელმაც სახაზინო დეპარტამენტს 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღმნიშვნელი დიზაინის მქონე 1-დოლარიანი მონეტების გამოშვების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა ასევე წამოაყენა 250-დოლარიანი კუპიურის გამოშვების წინადადება, რომელზეც მისი პორტრეტი იქნება გამოსახული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს