ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს

დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის…

რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) კონტრდაზვერვის უფროსმა, ემილ გრეშოლმმა განაცხადა.

ადგილობრივ ტელეკომპანია TV2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამჟამად რუსული სპეცსამსახურები აქტიურად გეგმავენ დივერსიულ ოპერაციებს დანიის თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ.

დანიური დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სოციალური ქსელებისა და სათამაშო პლატფორმების მეშვეობით ცდილობს დანიელების გადაბირებას ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორებიცაა საწარმოებისა თუ ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ფოტო და ვიდეოგადაღება.

ეს მონაცემები შესაძლოა შემდგომი ტერაქტების საფუძველი გახდეს, გაუსვა ხაზი გრეშოლმმა.

„ეს არ არის უბრალოდ გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ჩვენ უკვე ვხედავთ დაგეგმვის ძალიან კონკრეტულ ეტაპს“, - დასძინა მან.

ამასთან დაკავშირებით, „ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“, რომ დანიის თავდაცვის მრეწველობამ „უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღოს საკუთარი თავის დასაცავად“, განუცხადა PET-ის ხელმძღვანელმა TV2-ს და დასძინა, რომ „ამ სექტორის წარმომადგენლები უკვე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით“.

გრეშოლმის თქმით, მოსკოვი მთელი ევროპის მასშტაბით გეგმავს და ახორციელებს დივერსიებს თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს