ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს

პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais -ი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის იმ მოქალაქეების,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais -ი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის იმ მოქალაქეების,…

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის იმ მოქალაქეების, რომელთაც სჯერათ, რომ მიგრანტების მასობრივი ნაკადის უკან რაბათი დგას და ეს ვერსია ბოლომდე არ გამოურიცხავს.

თუმცა, სანჩესის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან დაზვერვის არცერთ სამსახურს კონკრეტული დასკვნა არ წარუდგენია, რის გამოც მთავრობა გამოძიების შედეგებს ელოდება.

სანჩესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაროკოსთან პირდაპირ დაპირისპირებას მძიმე, უმართავი შედეგები მოჰყვება, რის გამოც ნებისმიერი გადაწყვეტილება მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს.

„რაბათის მონაწილეობის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, შესაბამისად ვიმოქმედებდით. ამ მთავრობას არ ეშინია უცხოურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების, თუმცა ჩვენ მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით ვიმოქმედებთ. სხვებმა ყალბი მტკიცებულებებით ომში ჩაგვითრიეს“, - განაცხადა სანჩესმა ხოსე მარია ასნარსა და ერაყის ომზე მინიშნებით.

ესპანეთის პრემიერმა ღიად გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი ასნარი კუნძულ პერეხილის კრიზისის სიამაყით ხსენების გამო და აღნიშნა, რომ ეს სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს