ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება

სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით , სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმორჩილი სამეწარმეო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით , სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმორჩილი სამეწარმეო…

სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმორჩილი სამეწარმეო სუბიექტებისა და საქონლის ტრანსპორტირებისთვის საბაჟო კონტროლისა და ფორმალობების გამარტივების მიზნით, ირანული მხარისგან შევიდა წინადადება სომხეთ-ირანის საზღვარზე „გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ შექმნისა და შესაბამისი საპროექტო გეგმის შემუშავების შესახებ.

„გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ დანერგვის მიზნით, მხარეები ელექტრონულად გაცვლიან ინფორმაციას საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების (მათ შორის, გადამზიდველებისა და მათი თანამშრომლების) შესახებ, ოქმით დადგენილი პირობების შესაბამისად.

დაგეგმილია, რომ „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საქმიანობაც საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის დაბალი რისკით ხასიათდება.

შეღავათები შეეხება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას (პირადი სარგებლობის ტრანსპორტის გამოკლებით) და სომხური თუ ირანული სუბიექტების მიერ გადაზიდულ ყველა ტიპის ტვირთს, რომლებიც „გამარტივებული საბაჟო დერეფნით“ ნებაყოფლობით საფუძველზე ისარგებლებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს