ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერი: ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა პარასკევს განაცხადა , რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დეფრინმა „ჰეზბოლა“ დ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა პარასკევს განაცხადა , რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დეფრინმა „ჰეზბოლა“ დ…
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
დეფრინმა „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ ასობით ასაფეთქებელი დრონისა და რაკეტის გაშვებაში.
„ჰეზბოლას მხრიდან ეს თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაა. ისინი ადასტურებენ, რომ „ჰეზბოლას“ მიზნები უცვლელია: დარჩეს ისრაელის საზღვრებთან და დაგეგმოს და განახორციელოს თავდასხმები ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა სპიკერმა. - „ეს არ არის რეალობა, რომლის მიღებაც შეგვიძლია და სწორედ ამიტომ აგრძელებს ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერირებას სამხრეთ ლიბანში“.