ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა , რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა. „საუბარი მქონდა უკრაინის უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა , რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა. „საუბარი მქონდა უკრაინის უ…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა.

„საუბარი მქონდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ოლექსანდრ პოკლადთან. სამწუხაროდ, რუსული დრონი კიევში, ვოლოდიმირსკაიას ქუჩაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას შეეჯახა, რომელიც სოფიის ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს. ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარება გაეწევა“, - დაწერა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დრონი შენობის იმ ნაწილს შეეჯახა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტია განლაგებული.

„პოკლადს დავავალე, ამ დარტყმაზე რუსებს ადეკვატური, ხელშესახები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, სარკისებური პასუხი გასცეს, როგორც კი ამისთვის ყველაფერი მომზადებული იქნება. ამ პასუხს ჩვენი სამხედროებიც მხარს დაუჭერენ“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს