ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

სერგეი ნარიშკინი – ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია

სერგეი ნარიშკინი – ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს. „ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს. „ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქ…

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი სავსებით რეალურია და ეს უმძიმეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი მონაცემებით, ევროპის ლიდერებს სჯერათ კონტროლირებადი ესკალაციისა და ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის, რომელიც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს“, – განაცხადა ნარიშკინმა დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრის XXII სხდომაზე, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის საკითხებს ეძღვნება.

ნარიშკინის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ამოქმედებული პროპაგანდის მექანიზმები მსოფლიოს იმდენად მკაცრ სურათს ქმნის, რომ ისინი თავად ხდებიან ამ სურათის მძევლები და საკუთარივე მახეში ებმებიან.

„ამ ვითარებაში დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს და სახელმწიფოები სიტყვა-სიტყვით ტოტალურ ომში აღმოჩნდებიან, რაც ხშირად ყველასთვის გამანადგურებელი შედეგით სრულდება“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, ხელი შევუშალოთ მოვლენების ამგვარ განვითარებას. საბედნიეროდ, ისტორიამ იცის ესკალაციის სპირალიდან წარმატებით გამოსვლის მაგალითები, თუმცა არც ისე ბევრი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კარიბის კრიზისი, როდესაც ჩვენმა საერთო დიდმა ქვეყანამ – საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ურთიერთდათმობებზე წასვლა და ბირთვული ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ნარიშკინმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს