ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews -ის ფრანგულენოვანი გამოცემა. „ჩვენი წინააღმდეგობის მიზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews -ის ფრანგულენოვანი გამოცემა. „ჩვენი წინააღმდეგობის მიზე…

ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.

„ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზები ჯადოსნურად არ გამქრალა“, - განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების იდეის გაცოცხლებას ცდილობს.

ევროკავშირში ამ აქტივების 210 მილიარდი ევროა განთავსებული, რომლის უდიდესი ნაწილი უშუალოდ ბრიუსელში მდებარე ფინანსურ დეპოზიტარში - Euroclear-ში ინახება.

ეს მგრძნობიარე საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე სამშაბათს განიხილეს. გასულ კვირას გაგზავნილი ერთობლივი წერილის კვალდაკვალ, პროცესს სათავეში შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და პოლონეთი ჩაუდგნენ. პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გაიზიარეს.

თუმცა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აღნიშნა, რომ დებატებს „მის კოლეგებში დიდი ენთუზიაზმი თუ ინტერესი არ გამოუწვევია“.

„ვეცადე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირებულიყო ბელგიის პოზიცია, რომელიც უკვე ერთი წელია უცვლელია. ამასობაში ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზები თავისით ხომ ვერ გაქრებოდა“, - აღნიშნა პრევომ Euronews-ისთვის მიწოდებულ კომენტარში, ირლანდიაში გამართული შეხვედრის დასრულებისას.

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“, - დასძინა მან.

ბელგია განაგრძობს იმ იდეის დაცვას, რომ ეს სუვერენული აქტივები ხელუხლებელი უნდა დარჩეს სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, რათა გაძლიერდეს ბლოკის დიპლომატიური ბერკეტი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს