ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 0

პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ

პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ. თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ. თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულე…

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.

თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ ეს არის პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლო, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას.

„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებებს, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს... ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ“, - განაცხადა ნავროცკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო პუტინი - დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე. ეს ომი ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს