ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ვულკანის ამოფრქვევამ ასობით რეისი შეაჩერა , რის გამოც ათობით ათას მგზავრს პრობლემები შეექმნა. ხელისუფლების განცხადებით, 209 რეისი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ჯაკარტის სუკარნო-ჰატას ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ვულკანის ამოფრქვევამ ასობით რეისი შეაჩერა , რის გამოც ათობით ათას მგზავრს პრობლემები შეექმნა. ხელისუფლების განცხადებით, 209 რეისი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ჯაკარტის სუკარნო-ჰატას ს…

ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ვულკანის ამოფრქვევამ ასობით რეისი შეაჩერა, რის გამოც ათობით ათას მგზავრს პრობლემები შეექმნა. ხელისუფლების განცხადებით, 209 რეისი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ჯაკარტის სუკარნო-ჰატას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, საჰაერო სივრცეში ვულკან ანაკ-კრაკატაუს ფერფლი დაფიქსირდა.

ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციების შეჩერება ძირითადად სინგაპურში და სინგაპურიდან დანიშნულ ფრენებს შეეხო, ასევე სხვა საერთაშორისო მარშრუტებს, მათ შორის დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურს.

ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვულკანის ბოლო აქტივობასთან დაკავშირებით ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ვულკანი ზონდის სრუტეში, კუნძულ იავასა და სუმატრას შორის მდებარეობს.

ჯანდაცვის მინისტრმა დაზარალებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ შენობებში და სასუნთქი გზების, თვალებისა და კანის დაზიანების რისკებისგან დასაცავად პირბადეები ატარონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს