ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისტორიაში პირველად, დედამიწაზე 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. მიზეზი შობადობის დაბალი დონე და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა, - წერს Ax…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისტორიაში პირველად, დედამიწაზე 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. მიზეზი შობადობის დაბალი დონე და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა, - წერს Ax…

ისტორიაში პირველად, დედამიწაზე 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. მიზეზი შობადობის დაბალი დონე და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა, - წერს Axios-ი აშშ-ის აღწერის ბიუროს მოხსენებაზე დაყრდნობით.

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მსოფლიო მოსახლეობის 45% ცხოვრობდა ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2,1 ბავშვი ან ნაკლები იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 71%-მდე გაიზარდა.

ამჟამად ჩინეთსა და ინდოეთში - მსოფლიოს ორ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, შობადობის დონე აღწარმოების მაჩვენებელზე (2,1) დაბალია. ეს მაჩვენებელი ასევე დაბალია ბანგლადეშში, მექსიკასა და ვიეტნამში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს