ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 3

ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა

ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა , რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან. გამოცემა AXIOS -თან ინტერვიუში ტრამპმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა , რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან. გამოცემა AXIOS -თან ინტერვიუში ტრამპმა,…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში ტრამპმა, კერძოდ, ირანის ბირთვული შეთანხმების გაუქმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დადებული გარიგება ირანს ბირთვული იარაღის შექმნის გზას უხსნიდა.

„ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა. მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო. მათ ის [ბირთვული იარაღი] ხუთი წლის წინ ექნებოდათ და, ჩემი აზრით, პირველივე კვირაში გამოიყენებდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა სამხედრო ოპერაციებზე და ხაზი გაუსვა B-2 ტიპის ბომბდამშენების გადამწყვეტ როლს ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებაში. პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან ირანი ბირთვული იარაღის შექმნამდე სულ რაღაც ერთი თვის დაშორებით იმყოფებოდა.

„მათ [ირანს] არ ეგონათ, რომ მე დავბრუნდებოდი. ბევრს არ სჯეროდა ამის, თუმცა მე დავბრუნდი, უკეთესად, ვიდრე მანამდე. B-2 ბომბდამშენებმა და მათმა დიდებულმა პილოტებმა თავიანთი საქმე შეასრულეს. რომ არა ეს დარტყმა, მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ ისრაელი სრულ განადგურებას გადაარჩინა და დღეს ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოდ არის სწორედ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მან პრეზიდენტობის დროს მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს