ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

„ფაინენშალ თაიმსი“ – დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

„ფაინენშალ თაიმსი“ – დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ზრდის მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას აჩვენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ზრდის მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას აჩვენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცე…

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ზრდის მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას აჩვენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დროით ადრე, Focaldata-ს მიერ ჩატარებულმა უახლესმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 33% აფასებს ტრამპის მოღვაწეობას დადებითად.

მათივე ინფორმაციით, გასული თვის გამოკითხვასთან შედარებით ტრამპის რეიტინგი 3%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს, მათ შორის ტრამპის რეიტინგი ორი პუნქტით, 72%-მდე დაეცა. რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის 53%-მა განაცხადა, რომ ისინი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის მართვას შესახებ ტრამპის პოზიციას იზიარებენ. ეს მაჩვენებელი თითქმის რვა პუნქტით ნაკლებია გასული თვის მონაცემებზე.

ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობამ უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტის ტარიფებისა და სავაჭრო პოლიტიკის მიმართ.

„ფაინენშალ თაიმსის“ შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი თანაშემწეები ცდილობენ, ირანთან ომის ესკალაცია ნოემბრის შუალედური არჩევნების დასრულებამდე გადადონ, რათა თავიდან აიცილონ რესპუბლიკური პარტიის დამარცხება.

კვლევითმა კომპანია Focaldata-მ გამოკითხვა 28 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. მათ 1 914 რეგისტრირებული ამომრჩევლის გამოკითხეს, კვლევის ცდომილების ზღვარი 2.6% პუნქტია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს