ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება

ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა . მისი თქმით, ომის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა . მისი თქმით, ომის…

უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის დასრულებამდე უკრაინას შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, როგორც ინტეგრაციის შუალედური ეტაპი. მერცმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება მარტივია, რადგან ბლოკში წევრობის ეს მოდელი ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში რაიმე ცვლილების შეტანას არ მოითხოვს.

მან გაიხსენა, რომ გერმანიის გაერთიანებიდან მალევე, 1991 წელს, ყოფილი გდრ-ის წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტში შემოიღეს დამკვირვებლის სტატუსი, ხმის უფლების გარეშე. მერცმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეიძლება გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები უკრაინაზე ადრე. მან განაცხადა, რომ მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა მას შეუძლია გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხოლო შემდგომში - ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს