ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, გა…

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ლატვიისა და მისი მეზობელი ლიეტუვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ განიხილავდნენ ლატვიისა და ლიეტუვის პორტების გავლით რუსული მარცვლეულის გადაზიდვების შეწყვეტის შესაძლებლობას. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მოსკოვმა უკრაინის მიერ ბალტიისპირეთის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ტრანზიტის მოცულობა გაზარდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, რუსი ექსპორტიორები ლატვიის, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის გავლით მარცვლეულს სხვა ბაზრებზე აგზავნიან.

აკრძალვამ ან მაღალმა ტარიფებმა შესაძლოა რუსეთს მარცვლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტი გადაუკეტოს იმ დროს, როდესაც შავი და აზოვის ზღვების გავლით გადაზიდვები უკრაინული დრონების თავდასხმების გამო პარალიზებულია.

Reuters-ის ცნობით, ინდუსტრიის მონაცემებით, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის ივნისამდე რუსეთმა აზოვისა და შავი ზღვების პორტების გავლით 46,3 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა. ეს მაჩვენებელი რუსეთის საზღვაო გზით განხორციელებული მარცვლეულის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 90%-ს შეადგენდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს