ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ფერებითაა გამოსახული

Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ფერებითაა გამოსახული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას…

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე აშშ, კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი ამერიკის დროშით იყო დაფარული, ხოლო მთელ ტერიტორიას ეწერა „ამერიკის შეერთებული შტატები“.

ტრამპმა ფოტოსურათი საკუთარ სოციალურ ქსელში ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოაქვეყნა, - წერს სააგენტო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ გუნარსდოტირმა აშშ-ის ელჩი ისლანდიაში ბილი ლონგი დაიბარა. ლონგმა ელჩის თანამდებობა ოფიციალურად მხოლოდ გასულ თვეში დაიკავა.

„პოზიცია მკაფიოდ გამოითქვა. ეს პოსტი სრულიად შეუსაბამო იყო“, - აღნიშნულია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, ბოლო წლებში ტრამპის განცხადებებმა, რომ აშშ-მ გრენლანდია - დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორია უნდა შეიძინოს, ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის, რომლებიც ნატოს დამფუძნებელი წევრები არიან, დაძაბულობა გამოიწვია. ამ საკითხსა უფრო ფართო დაპირისპირება მოჰყვა ევროპაშიც.

გასულ თვეში ისლანდიამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრის წინ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმები წარმოადგენდა, - წერს სააგენტო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს