ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა , რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც ორბანმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო, რომ რუსეთის დიპლომატ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა , რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც ორბანმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო, რომ რუსეთის დიპლომატ…

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს.

როგორც ორბანმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.

„ჩემი მითითების საფუძველზე, სამშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი უნგრეთში ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.

შესაბამისად, უნგრულმა მხარემ აღნიშნულ პირებს უნგრეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. თუმცა ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გულისხმობს.

უნგრეთი აპირებს აუცილებელი დიალოგი გააგრძელოს ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო წესების დაცვის საფუძველზე“, - დაწერა ორბანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს