ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს

Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი…

ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

შეფჩოვიჩმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჩინეთთან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი იმდენად დიდია, რომ პეკინიდან იმპორტის მხოლოდ შეზღუდვა საკმარისი აღარ არის, რათა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ევროკავშირის ვაჭრობა „დაბალანსდეს“.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა და 359,8 მილიარდ ევროს მიაღწია მაშინ, როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 304,5 მილიარდი ევრო იყო. ამ პერიოდში ევროკავშირის ექსპორტი 6,5%-ით შემცირდა, იმპორტი კი 6,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველიდან მეორე კვარტალამდე ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან კიდევ 2,9 მილიარდი ევროთი გაიზარდა.

„თუ დეფიციტსა და დინამიკას შევხედავთ, არ მიგვაჩნია, რომ გამოსავალი მხოლოდ ევროკავშირიდან ჩინეთში ექსპორტის გაზრდა იქნება, რადგან სხვაობა, უბრალოდ, ძალიან დიდია“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.

შეფჩოვიჩის განცხადებები წინ უძღვის მის ვიზიტს პეკინში, სადაც ოქტომბრის დასაწყისში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრ ვან ვენტაოსთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. ბრიუსელი ჩინეთის სავაჭრო პროფიციტთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალების ექსპორტზე დაწესებულ კონტროლსა და ჩინეთის შიდა ბაზარზე მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით „ხელშესახებ შედეგებს“ ითხოვს.

ევროკომისარმა ასევე დასძინა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონკრეტული ჯგუფის პროდუქტებისთვის „რამდენიმე საპილოტე სქემის“ შემუშავებაა. მისი თქმით, ეს დაადასტურებს, რომ ბრიუსელსა და პეკინს შორის კონტაქტების ამჟამინდელი „უპრეცედენტო ინტენსივობა“ კონკრეტულ შედეგებს იძლევა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას ხელმძღვანელობს, თუ ოქტომბრის ვიზიტი უშედეგოდ დასრულდება, შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ ბრიუსელი შეეცდება, მის ხელთ არსებული 200-ზე მეტი სავაჭრო დაცვის ინსტრუმენტი „უფრო მარტივად და სწრაფად“ აამოქმედოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს