ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

რუმინეთმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

რუმინეთმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა ( SRI ) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა . უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს. დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებულს რუსი კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა ( SRI ) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა . უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს. დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებულს რუსი კ…

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა. უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებულს რუსი კურატორებისგან სტრატეგიული სამხედრო ობიექტების - ნატოს მოკავშირეების ბაზების, კავშირგაბმულობის კვანძების, თავდაცვის უწყებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფოტო და ვიდეოგადაღება ევალებოდა.

SRI-ის ცნობით, ეჭვმიტანილი ასევე უთვალთვალებდა უკრაინულ „ანტონოვის“ ტიპის სატვირთო თვითმფრინავებს. მსგავს საჰაერო ხომალდზე თავდასხმის მცდელობა 4 აგვისტოს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში აღიკვეთა, რაშიც ბერლინმა ოფიციალურად მოსკოვი დაადანაშაულა.

„მოპოვებული მონაცემები მიუთითებს საქმიანობაზე, რომელიც მთელ ევროპაში რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ქსელების ხელწერას ემთხვევა“, - აცხადებენ რუმინეთის სპეცსამსახურში.

უწყების განმარტებით, დაკავებული 2026 წლის თებერვლიდან SRI-ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

რუმინული მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. სპეცსამსახურში აღნიშნავენ, რომ დივერსიის აღკვეთა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს