ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 26

მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ

მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის MAGA-ს (გახდეს ამერიკა უფრო დიადი) მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირის წევრობა შეძლონ, – ამის შესახებ გაფართოების საკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის MAGA-ს (გახდეს ამერიკა უფრო დიადი) მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირის წევრობა შეძლონ, – ამის შესახებ გაფართოების საკ…

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის MAGA-ს (გახდეს ამერიკა უფრო დიადი) მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირის წევრობა შეძლონ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა გავრისკოთ, რომ მომავალმა წევრმა ქვეყნებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები ჩამოაყალიბონ, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში ისტორიაში პირველად არიან მოწინააღმდეგეები. კითხვაზე, ვინ არიან ევროკავშირის ეს „მოწინააღმდეგეები“, კოსმა უპასუხა: „ცხადია, რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“.

თუმცა, ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი ასევე განიცდის „ზეწოლას დასავლეთიდან – MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროპელების დარწმუნებას, რომ „ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის, ჩვენი ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ჩვენ არ გვაქვს სათანადო დემოკრატია“.

ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი „განსხვავებული შემთხვევაა“. კოსის განცხადებით, ჩინეთი ამ მიმართულებით განსხვავებულად მოქმედებს და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს