ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

Euronews: უნგრეთის მორიგი ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

Euronews: უნგრეთის მორიგი ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი. ტელეარხის ცნო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი. ტელეარხის ცნო…

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი.

ტელეარხის ცნობით, მეორე თავი ევროკავშირის შიდა ბაზართან დაკავშირებულ წესებს მოიცავს, ხოლო მესამე - კონკურენციის რეგულაციებს.

უნგრეთს იგივე ვეტო არ გამოუყენებია მოლდოვასთან მიმართებით, რომლის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც უკრაინის პროცესთან ერთად მიმდინარეობს. შესაბამისად, მოლდოვასთან მიმართებით მესამე თავის გახსნის შესაძლებლობა გაჩნდა. თუმცა, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს არ სურთ შეცვალონ ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესები პარალელურად უნდა წარიმართოს, წერს Euronews-ი.

უნგრეთის მთავრობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომ პროგრესს უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხის მოგვარებას უკავშირებს. ბუდაპეშტის მთავრობამ ეს პოზიცია გასულ კვირასაც მკაფიოდ დააფიქსირა, როდესაც ამ საკითხზე კვლავ წინააღმდეგ მისცა ხმა.

ზაფხულის განმავლობაში უკრაინისა და უნგრეთის მთავრობებმა მოლაპარაკებები გამართეს უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხზე. კიევმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს უკრაინაში მცხოვრები უნგრულენოვანი მოსახლეობის საგანმანათლებლო, კულტურული და ენობრივი უფლებები. ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის მოთხოვნებს ევროკავშირის ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიტა ორბანის განცხადებით, ამ მიმართულებითაც მიღწეულია პროგრესი. კერძოდ, დაიწყო განათლების სფეროს შესახებ ახალი კანონმდებლობის მომზადება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს