ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ​ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დროებით დაეკეტა

მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ​ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დროებით დაეკეტა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოლდოვისა და უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიშს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბრის ღამით ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დაეკეტა. „გუშინ რუსულმა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოლდოვისა და უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიშს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბრის ღამით ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დაეკეტა. „გუშინ რუსულმა დ…

მოლდოვისა და უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიშს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბრის ღამით ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დაეკეტა.

„გუშინ რუსულმა დრონმა გვაიძულა, დროებით დაგვეკეტა ჩვენი საჰაერო სივრცე. დღეს რუსეთი იმ წერტილებს ურტყამს, საიდანაც ადამიანები მოლდოვაში გადადიან“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს და ოფიციალური კიევისთვის საჰაერო თავდაცვითი უზრუნველყოფა აუცილებელია.

„რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ მიდის – ამიტომ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელია“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიში მიიტანა. შემთხვევას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს