ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 18

მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი ტრამპის მიერ ულტრამემარჯვენეებისთვის გამარჯვების მილოცვის შემდეგ გააუქმა

მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი ტრამპის მიერ ულტრამემარჯვენეებისთვის გამარჯვების მილოცვის შემდეგ გააუქმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა . ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა . ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მ…

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ რეგიონულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების საჯაროდ აღნიშვნიდან რამდენიმე საათში მიიღეს.

მერცის წარმომადგენელმა საუბრის გაუქმების მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიზეზი განრიგთან დაკავშირებული პრობლემა არ ყოფილა.

ტრამპმა AfD-ს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება საკუთარ სოციალურ ქსელში მიულოცა.

„მათ მოთმინება საბოლოოდ დაკარგეს სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესებისა და რეგულაციების გამო, რამაც გერმანია ასე მძიმედ დააზარალა“, - დაწერა ტრამპმა.

მერცის წარმომადგენელს ტრამპის განცხადებებზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ კანცლერი არაერთხელ, „ზოგადად“, ეწინააღმდეგებოდა „შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ან მის შესახებ კომენტარების გაკეთებას, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის ახალი თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.

AfD-მ - პარტიამ, რომელსაც მერცი არაერთხელ დაუპირისპირდა და რომელსაც რასისტულად და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველ ძალად მოიხსენიებდა, კვირას, აღმოსავლეთ გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტრამპმა თავისი განცხადების ბოლოს ასევე გამოიყენა აბრევიატურა MGGA, რომელიც, როგორც ჩანს, AfD-ის მხარდამჭერი ვერსიაა მისი საკუთარი საარჩევნო სლოგანის MAGA-ს - Make America Great Again („გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“) - მიხედვით. ამ შემთხვევაში აბრევიატურა ნიშნავს Make Germany Great Again - „გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული“.

დონალდ ტრამპის პოლიტიკური გარემოცვის სხვა წარმომადგენლებმაც, მათ შორის გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და მილიარდერმა ილონ მასკმა,AfD-ის გამარჯვება საჯაროდ აღნიშნეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს