ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 20

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები, ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები, ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თ…

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები, ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისი პარტიამ არჩევნებში მძიმედ დამარცხდა, იუწყება POLITICO.

„რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი“, - აღნიშნა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

„კვალიფიციური ხელოსნებიდან ყოველ მეექვსეს, უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. თუ იმ ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში მუშაობენ, კვლავ მოუწევთ ქვეყნის დატოვება იმის გამო, რომ თქვენ „რემიგრაციას“ უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიაში ხელოსნობის სფერო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. მოხუცთა ვერცერთი თავშესაფარი ვერ იფუნქციონირებს, ვერცერთი საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას გერმანიაში და ვერცერთი რესტორანი შეინარჩუნებს თავის ბიზნესს. სწორედ ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი. თქვენ იმ პრობლემის ნაწილი ხართ, რომლის წინაშეც გერმანია დგას და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეგიშალოთ ამ გზის გაგრძელებაში.'' - დასძინა მან.

კანცლერის ეს განცხადება საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოჰყვა. AfD, რომელიც ახლა გამოკითხვებში ყველაზე პოპულარული პარტიაა, პირობას დებს, რომ 2029 წლისთვის დაგეგმილი ეროვნული არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს