ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის შეხვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა . მისი თქმით, ის კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება და მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. როგორც ზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა . მისი თქმით, ის კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება და მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. როგორც ზე…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ის კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება და მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ოტავა კიევის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.”

„კანადაში ჩამოვედი. კანადა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ უახლოესი პარტნიორად. ჩვენ ვაფასებთ კანადელების მხარდაჭერას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინას ეხმარება მტკიცედ დადგეს და დაიცვას ჩვენი ხალხი.

დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები, რომლებიც ჩამოაყალიბებს ჩვენს თანამშრომლობას და გაამყარებს ჩვენი ურთიერთობების ისედაც სტრატეგიულ დონეს მომავალი წლების განმავლობაში. მე შევხვდები პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის. მთავარი აქცენტი გაკეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი ცის დასაცავად და ზამთრისთვის მოსამზადებლად. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, დავუჭიროთ მხარი ჩვენს ხალხს და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად საჭირო შესაძლებლობები“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მასთან ერთად იმყოფება უკრაინის პირველი ლედი, რომელსაც დაგეგმილი აქვს შეხვედრა კანადელ ქველმოქმედებთან.

„პირველ ლედის დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქველმოქმედებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ის ასევე ეწვევა უკრაინის „სუპერგმირთა სკოლების“ კანადურ ექვივალენტებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს