ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარაში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს , რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული ესპანურ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა მისიამ, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ეგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარაში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს , რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული ესპანურ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა მისიამ, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ეგ…

ესპანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარაში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

ესპანურ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა მისიამ, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ეგიდით, კაიროს სამხრეთ-დასავლეთით, საკარას ნეკროპოლისში, ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის პერიოდის (ძვ. წ. 2494–2345 წწ.) უნიკალური სამარხი აღმოაჩინა.

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

ძეგლი გამოირჩევა თავისი არქიტექტურული სილამაზითა და მაღალი ოსტატობით შესრულებული რელიეფებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის სცენებსა და შესაწირის პროცესიებს ასახავს. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნამუშევრები საოცრად კარგადაა შემონახული და მათზე თავდაპირველი საღებავების ფერები დღემდე მკაფიოდ ჩანს.

ტერიტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა სიღრმისეულად არასდროს შესწავლილა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს ძველი ეგვიპტის არქიტექტურასა და ადმინისტრაციულ ცხოვრებაზე ახალი მონაცემები მიაწოდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იქვე ახლოს კიდევ ორი მსგავსი სამარხი მდებარეობს, რომელთა გათხრასაც მომავალში გეგმავენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს