ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ტრამპი​ - კირ სტარმერი გადადგება, მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში დიდი კრახი განიცადა

ტრამპი​ - კირ სტარმერი გადადგება, მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში დიდი კრახი განიცადა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაცასა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაცასა და…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაცასა და ენერგეტიკაში წარუმატებლობა განიცადა.

„კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის გახსნა!) დიდი კრახი განიცადა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობა დაკარგა. როგორც „ობზერვერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მრჩევლებთან, პროფკავშირების ლიდერებსა და ლეიბორისტული პარტიის დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მათივე ინფორმაციით, სტარმერი თანამდებობის დატოვების ვადებს ისე განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდეს. სავარაუდოდ, ის ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება.

ამასთან, „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს