ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან

Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკ…

ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დასავლეთ ევროპული ინდუსტრია, როდესაც თავდაცვის შესაძლებლობების, საწარმოო სიმძლავრეების შექმნაზე, წარმოებასა და ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ითვლის შემოსავლებსა და ინვესტიციიდან ამონაგებს“, - განაცხადა „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ასეთი მიდგომა აფერხებს თავდაცვის ინდუსტრიის იმ მასშტაბით გაფართოებას, რომელიც ევროპას შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც იმ პირებს შორისაა, ვინც თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების მასშტაბების ზრდის ნელი ტემპით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ინდუსტრია იმ ტემპით ზრდიდეს წარმოებას, როგორსაც ველოდით. უნდა გავარკვიოთ, რა არის პრობლემა“, - განაცხადა კალასმა ცოტა ხნის წინ, ევროპის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„Ukrainian Armor“, რომელიც თავდაცვის სფეროსთვის ჯავშანტექნიკას, საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს აწარმოებს, რუმინელ პარტნიორებთან ერთობლივი წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, ბელბასის თქმით, მან პარტნიორების მხრიდან საკითხისადმი აშკარა მოუმზადებლობა დაინახა.

„მათი პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო: კარგი, მოდი, ექვს თვეში შევხვდეთ და შემდეგ ვნახოთ, რა ხდება“, - განაცხადა მან.

თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ წინასწარ უწევთ ინვესტირება, მაშინ როდესაც გარანტირებული კონტრაქტები არ აქვთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს