ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: ვენსი 2028 წლის არჩევნებზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელები“ კი მის კანდიდატურას უკვე განიხილავენ

POLITICO: ვენსი 2028 წლის არჩევნებზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელები“ კი მის კანდიდატურას უკვე განიხილავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დალასში გამართულ დახურულ საუზმეზე მა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დალასში გამართულ დახურულ საუზმეზე მა…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დალასში გამართულ დახურულ საუზმეზე მათ ვენსის მისამართით რამდენჯერმე დაიყვირეს „48“, რაც აშშ-ის რიგით 48-ე პრეზიდენტს ნიშნავს. თუმცა, თავად ვიცე-პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებზე ან სამომავლო გეგმებზე სიტყვა არ უთქვამს.

ოთხი ადამიანის განცხადებით, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ვენსის მისამართით „48“-ის შეძახილები რამდენიმე საკვანძო შტატის დელეგატებმა წარმოთქვეს. თუ ვენსი პრეზიდენტი გახდება, ის შეერთებული შტატების 48-ე პრეზიდენტი იქნება.

ხუთშაბათს, „რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესის წინაშე გამოსვლამდე, ვენსმა განაცხადა, რომ თუ „დემოკრატები“ შუალედური არჩევნების შედეგად კონგრესზე კონტროლს დაიბრუნებენ, ისინი გააუქმებენ ყველა საგადასახადო შეღავათს და ეკონომიკურ მიღწევას, რომელსაც „რესპუბლიკელებმა“ მიაღწიეს.

დახურულ შეხვედრას „რესპუბლიკელი“ კანონმდებლები, შტატების პარტიული ხელმძღვანელები და კონგრესის დელეგატები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ვენსის მშობლიური ოჰაიოს, ასევე მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის წარმომადგენლები.

ვენსს, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-ის 48-ე პრეზიდენტი გახდება, შეხვედრაზე თბილი დახვედრა მოუწყვეს. 2028 წლის არჩევნების თემა აშკარად აქტუალური იყო „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებსა და დელეგატებს შორის, თუმცა, თავად ვიცე-პრეზიდენტს არჩევნებზე ან საკუთარ სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს