ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ვენსმა მექსიკის დროშით აქციის მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

ვენსმა მექსიკის დროშით აქციის მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ინციდენტი ვენსის ძირითადი გამოსვლის დროს, დალასში, American Airlines Center-ში მოხდა. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ დარბაზში მექსიკისა და პალესტინის დროშების ფრიალი და ყვირილი დაიწყო. ინციდენტი ყრილობის ოფიციალურ სატელევიზიო ტრანსლაციაში არ მოხვდა, თუმცა ვენსმა მაყურებელს მომხდარი თავად უამბო.

„რაც სახლში მყოფმა მაყურებელმა ვერ ნახა, ის არის, რომ ჩვენთან ახლახან აქციის მონაწილე შემოვიდა, რომელმაც მექსიკის დროშა ააფრიალა. ჩემო მეგობარო, თუ ასე ძალიან გიყვარს მექსიკა, მაშინ შენი უკანალი იქით წაიღე. მე თვითმფრინავის ბილეთს გიყიდი“, - განაცხადა ვენსმა.

აქციის მონაწილე ღონისძიებიდან გაიყვანეს, რასაც დარბაზში შეკრებილი რესპუბლიკელები შეძახილებით „აშშ! აშშ! აშშ!“ შეხვდნენ.

ინციდენტის შემდეგ ვენსმა გამოსვლა გააგრძელა და მკვეთრად ნაციონალისტური გზავნილები გააჟღერა და ყურადღება America First-ის პრინციპებზე გაამახვილა.

„მე მჯერა, რომ დამფუძნებელმა მამებმა ეს ქვეყანა იმ დაპირებაზე ააშენეს, რომელიც ჩვენი შემოქმედის გზავნილს ეხმიანება: ყველა ამერიკელი ბავშვი იბადება მემკვიდრედ და იბადება პირმშოობის უფლებით. მას აქვს უფლება, მიიღოს ამ ქვეყნის სიკეთეები. არა იმიტომ, თუ ვინ არიან მისი მშობლები, როგორ გამოიყურება ან საიდან მოდის, არამედ იმიტომ, რომ ის ამერიკელია“, - განაცხადა ვენსმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს