ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. „სინანულის“ არ მჯერა. შეიძლება, საკუთარ გადაწყვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. „სინანულის“ არ მჯერა. შეიძლება, საკუთარ გადაწყვ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

„სინანულის“ არ მჯერა. შეიძლება, საკუთარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის გარკვეული ეჭვით გადახედო“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ნანობდა თუ არა ირანთან ომის დაწყებას არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო.

„ეს გადაწყვეტილება თავიდან რომ მქონდეს მისაღები, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი“, - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ტრამპმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ზოგიერთი მხარდამჭერი ომის გამო იმედგაცრუებული ან დემორალიზებულია.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი დემორალიზებულები არიან. ვფიქრობ, ისინი ძალიან ამაყობენ იმით, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ ვაძლევ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ მისი აზრით, ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება.

„ის არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა. ანალოგიური განცხადება მან ოთხშაბათსაც გააკეთა და ირანი დაადანაშაულა, რომ თეირანი ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, რომლებიც განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ტრამპის რესპუბლიკური პარტია კონგრესზე კონტროლს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს