ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბების ქსელი გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოიწვია

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბების ქსელი გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოიწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბების ქსელი გაანადგურა , რამაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოიწვია. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა. ამასთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბების ქსელი გაანადგურა , რამაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოიწვია. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა. ამასთა…

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბების ქსელი გაანადგურა, რამაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოიწვია. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა.

ამასთან, ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (NNA) დაადასტურა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ალი ალ-ტაჰერის ქედზე ძლიერი აფეთქება განახორციელეს, რომლის ბიძგებიც ქალაქ ნაბატიესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე იგრძნობოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, გვირაბების ქსელი ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე იყო გადაჭიმული და მასში განთავსებული იყო ათობით რაკეტა და დრონი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ნაღმები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. კომპლექსი ასევე მოიცავდა სარდლობის ცენტრებს, იარაღის საწყობებსა და საცხოვრებელ სივრცეებს, რაც მებრძოლებს საშუალებას აძლევდა, მიწისქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თავდასხმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ ოპერაციით დასრულდა აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება.

„ეს იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ირანის დაფინანსებითა და დაგეგმარებით შენდებოდა. ინფრასტრუქტურის დემონტაჟამდე ძალებმა ქედზე, როგორც მიწის ზემოთ, ისე მის ქვემოთ ოპერატიული კონტროლი დაამყარეს. ისრაელის თავდაცვის ძალები დარჩებიან უსაფრთხოების ზონაში და გააგრძელებენ ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე აღკვეთენ ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ ნებისმიერ მცდელობას, აღიდგინოს პოზიციები და შესაძლებლობები“, — ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს