ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავეს

დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იემენში მოქმედმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს . როგორც იემენის მთავრობის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იემენში მოქმედმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს . როგორც იემენის მთავრობის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხა…

იემენში მოქმედმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე კიდევ ერთი სტრატეგიული საპორტო ქალაქი დაიკავეს.

როგორც იემენის მთავრობის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, მეამბოხე დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა იემენის საპორტო ქალაქ დუბაბზე.

მედიის ცნობით, ისინი უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ქალაქებზე სრულ კონტროლს და ცდილობენ, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო ზოლი ხელში ჩაიგდონ.

ამასთან, 10 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს.

მანამდე, 8 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს