ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ევროკომისიამ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკომისიამ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, ბრიუსელმა კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, ბრიუსელმა კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამ…

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, ბრიუსელმა კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

მათივე თქმით, აღნიშნული თანხით უკრაინა „პეტრიოტის“ სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ უკრაინას სხვადასხვა თავდაცვითი საშუალებების შესყიდვაში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის სფეროებში. ამ გადაწყვეტილებით, უკრაინას უკვე შეუძლია შეიძინოს „პეტრიოტის“ სისტემები, რომლებიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმებისგან ცის უკეთ დასაცავად. წევრ სახელმწიფოებთან და ნატო-სთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და, ამავდროულად, გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვისუნარიანობას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, მიმდინარე წელს კომისიამ უკვე გამოყო 8.35 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად და უახლოეს მომავალში დამატებითი სახსრებიც გამოიყოფა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს