ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

კაია კალასი ინიციატივით გამოდის, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, საქმეები აღძრას იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

კაია კალასი ინიციატივით გამოდის, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, საქმეები აღძრას იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, აღძრას საქმეები იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, აღძრას საქმეები იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდე…

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, აღძრას საქმეები იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კალასის ინიციატივის მიხედვით, ევროპულმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაარღვევენ მოქმედ შეზღუდვებს და თანამშრომლობენ „შავ სიაში” შეყვანილ რუსეთისა და ბელარუსის ორგანიზაციებთან.

„პოლიტიკოს“ სტატიაში ნათქვამია, რომ განსხვავებული ეროვნული კანონმდებლობები და სხვადასხვა ქვეყნების პროკურატურების განსხვავებული მიდგომები ევროკავშირის სანქციების აღსრულებას აფერხებს.

ცნობისთვის, ამჟამად ევროპული პროკურატურის ამოცანებში შედის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულების, მათ შორის ფულის გათეთრების, კორუფციისა და ტრანსსასაზღვრო თაღლითობის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს