ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს. მედიის ცნობით, ჯერჯერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს. მედიის ცნობით, ჯერჯერ…

შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებენ თუ არა სოციალ-დემოკრატები მთავრობის ფორმირებას - პარტია ხმათა 28,1%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერის, ულფ კრისტერსონის „ზომიერები“, 19,9%-ით, მესამე ადგილზე აკი მემარჯვენე-პოპულისტი „შვედი დემოკრატები“ გადიან 17,6%-ით.

შემდეგი პოზიციები დაიკავეს: მემარცხენე პარტიამ (8,2%), ცენტრისტებმა (7,1%), ქრისტიან-დემოკრატებმა (6,2%), „მწვანეთა პარტიამ“ (6,1%) და ლიბერალებმა (5,4%).

ხმათა ასეთი გადანაწილების პირობებში, ანდერსონი სავარაუდო კოალიციურ პარტნიორებთან (ცენტრისტებთან, მწვანეებთან და მემარცხენეებთან) ერთად პარლამენტში 176 მანდატს მიიღებს, მოქმედი კოალიციის პარტიები „შვედ დემოკრატებთან“ ერთად 173-ს.

რამდენიმე თვის წინ სოციოლოგიური გამოკითხვები ოპოზიციის უფრო დაჯერებულ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში პოტენციურ ოპოზიციურ ბლოკსა და Tidö-ს პარტიებს შორის სხვაობამ შემცირება დაიწყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს