ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო არტილერიისა და სარაკეტო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად სწავლება გამართა. როგორც Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს , სწავლებაში არმიის 5 ქვედანაყოფი მო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო არტილერიისა და სარაკეტო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად სწავლება გამართა. როგორც Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს , სწავლებაში არმიის 5 ქვედანაყოფი მო…

ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო არტილერიისა და სარაკეტო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად სწავლება გამართა.

როგორც Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, სწავლებაში არმიის 5 ქვედანაყოფი მონაწილეობდა. მათ გამოცადეს რამდენიმე სახის შეიარაღება, კერძოდ შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები, ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები და მსხვილი კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.

წინა დღით კი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულმა კომიტეტმა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. გაშვება სამხრეთ კორეის, აშშ-სა და იაპონიის მონაწილეობით ხუთდღიანი სამმხრივი სწავლების, Freedom Edge-ის დასრულების მეორე დღეს განხორციელდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს